logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქედაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

3 ოქტომბერი. 2020. 10:08

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

right_banner
არქივი
right_banner