logo_geo
eng_logo
გენერალურ პროკურატურაში დავითგარეჯას საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 10:08

 

 

გენერალურ პროკურატურაში დავითგარეჯის საქმეზე უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება.

 

როგორც ცნობილია, ვაშაკიძე გამოძიებას ჩვენებას მეორედ აძლევს. მან პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

 

ცნობილია, რომ წინა ჩვენების თანახმად, ის ვერ იხსენებს 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის შეთანხმების დეტალებს.

 

ნიკოლოზ ვაშაკიძე 2000 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო და ის ასევე იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

 

ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა იმ პერიოდშიც, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრები იყვნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner