logo_geo
eng_logo
მარტყოფში, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 22:57

 

 

მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო. უთანხმოების მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით პირადი ფაქტორი გახდა.

 

16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს. 16 წლის ბიჭს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება, გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე უცნობია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner