logo_geo
eng_logo
შსს: ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან „ფეიკ ნიუსია"
- +

24 ოქტომბერი. 2020. 10:51

 

 

“ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

right_banner
არქივი
right_banner