logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: საგამოძიებო მოქმედებები ემსახურება როგორც „საქართველოს ბანკზე“ თავმდამსხმელის ადგილსამყოფლის დადგენას, ისე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:42

 

 

საპოლიციო ღონისძიება, საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავმდამსხმელის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, დამატებითი ღონისძიებები გრძელდება.

 

„საპოლიციო ღონისძიება, საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციებზე საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ადგილსამყოფლის როგორც დადგენას, ასევე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას. შესაბამისად, თუ გამოძიებას დასჭირდება და თუ ჩავთვლით მიზანშეწყონილად, რომ საგამოძიებო მოქმედება ამა თუ იმ კერძო საკუთრებაში არის ჩასატარებული ან ნებისმიერ საჯარო სივრცეში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავს ღონისძიებას ჩავატარებთ და გავაგრძელებთ.

 

ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ვაგრძელებთ დამატებით ღონისძიებებს, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner