logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძე: თავდასხმაში ბრალდებული და თავად ალექსი პეტრიაშვილი ერთმანეთს არ იცნობენ
- +

8 მარტი. 2016. 11:31



ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული და თავად ალექსი პეტრიაშვილი ერთმანეთს არ იცნობენ.



ალექსი პეტრიაშვილის მდგოარეობა არის შედარებით კარგი და  დღეს გაწერენ საავადმყოფოდან. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმის გამოძიებას, შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებული ლევან მექვაბიშვილი და ალექსი არ იცნობენ ერთმანეთს. ტყუილია, თითქოს მათ რამე პირადი უთანხმოება ჰქონდათ. საქმის გადაკვალიფიცირება კი აუცილებელია, რადგან როცა ადამიანს ჩაქუჩს ჩაარტყამ თავში გამეტებით და შემდეგ მჭიდს დაახლი, სასიკვდილოდ გაიმეტებ, ეს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება არ არისეს არის მკვლელობის მცდელობა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner