logo_geo
eng_logo
თბილისის მერი მწუხარებას გამოთქვამს რობერტ შავლაყაძის გარდაცვალების გამო
- +

5 მარტი. 2020. 01:03

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოვთქვამს ცნობილი ქართველი მძლეოსნის, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, რობერტ შავლაყაძის გარდაცვალების გამო.

 

"მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული მძლეოსნობის განვითარებაში და წარმატებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვუსამძიმრებ რობერტ შავლაყაძის ოჯახს, მის ახლობლებს, საქართველოს სპორტულ საზოგადოებას", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე 87 წლის ასაკში გარდაივალა. ინფორმაცია, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

 

რობერტ შავლაყაძე 1933 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. ის იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) შეძლო და დაამარცხა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, შედეგით: 2,16სმ.

მისი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრი იყო.

რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner