logo_geo
eng_logo
8:2 – „თბილისის მერია“ 7x7 Master League-ის მესამე ტურის გამარჯვებული გახდა
- +

10 სექტემბერი. 2020. 00:45

 

 

7x7 Master League-ის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრის გამარჯვებული გუნდი „თბილისის მერია“ გახდა.

 

„მზიურის“ საფეხბურთო მოედანზე გამართულ თამაშში, რომელშიც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მონაწილეობდა, „თბილისის მერიამ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი „გრასრუტი“ ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

 

„Master League-ის ტურნირის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან - „გრასრუტი“ შეხვედრა გვქონდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ზოგადად, მიხარია, რომ ტურნირში, რომელიც  მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს, რაც კარგია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავნერგოთ. ვიცხოვროთ სპორტით, ვიცხოვროთ ფეხბურთით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას ორჯერ აღემატება.

 

Master League-ის წლევანდელი სეზონის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართა, თბილისში კი სტარტი 25 აგვისტოს აიღო.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner