logo_geo
eng_logo
გაიმართება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი რაგბში
- +

15 ოქტომბერი. 2018. 21:03

 

 

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 18 საათზე „შევარდენის’’ სანაკრებო ბაზაზე (მისამართი: გაბრიელ სალოსის ქ. 112 ) გაიმართება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობას ვეტერანი მორაგბეები და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები მიიღებენ. დასწრება თავისუფალია.

 

მატჩს ვეტერანებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

 

მატჩის მონაწილე ორივე გუნდის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

 

ვეტერანის დღე  2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner