logo_geo
eng_logo
სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში ხანძარია
- +

23 აგვისტო. 2019. 22:54

 

 

ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც საქართველოს პირველ არხს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია.

 

„ცეცხლი ტრანსპორტისათვის მიუდგომელ ადგილზე, ტყის მასივს უკიდია. ამ დროისთვის, სამ ჰექტრამდე ფართობი იწვის. მდებარეობა ხელს უშლის მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებაში“, - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან.

 

როსტომ სესიაშვილის თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დილიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

 

 

right_banner
არქივი
right_banner