logo_geo
eng_logo
სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში წამსვლელებს რკინიგზა უფასოდ მოემსახურება
- +

11 ოქტომბერი. 2019. 19:58

 

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურლიდან გავა და მცხეთაში 11:30 სთ-ზე ჩავა; მცხეთიდან გამოვა 11 :50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 სთ-ზე შემოვა.

მეორე მატარებელი 22:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა და მცხეთაში 22:30 სთ-ზე იქნება; მცხეთიდან გამოვა 22 :50 სთ-ზე და თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე 23:20 სთ-ზე შემოვა.

გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორ წუთიანი გაჩერება.

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner