logo_geo
eng_logo
ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ხობის N2 საჯარო სკოლა გახდა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 14:46

 

 

 

„NATO-ს დღეები 2019“-ის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა ეზოში, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების 250-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

 

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი „ღირსეული პარტნიორი“ გახდა. ხობელ მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

 

მიმდინარე წელს, NATO-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ა.შ. „NATO-ს დღეები“ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (NATO-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner