logo_geo
eng_logo
ხობში „ღია შეხვედრების“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
- +

16 ნოემბერი. 2019. 22:54

 

 

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ

 

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სპორტული მოედნის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა

 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება

 

შეხვედრებს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner