logo_geo
eng_logo
ჯავის სკოლის მოსწავლეები პიონერთა რიგებში მიიღეს
- +

25 ნოემბერი. 2019. 01:56

 

 

ტრადიციულად, 23 ნოემბერს, ჯავის რაიონის სკოლაში მოსწაველებს პიონერთა რიგებში იღებენ, -  ამის შესახებ ინფორმაციას რაიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„უკვე მეორე წელია ჩვენი რაიონის მოსწავლეები ბავშვები იკრიბებიან მემორიალურ ადგილზე, იქ, სადაც იცავდნენ ქალაქს. გოგონები და ბიჭები ფიცს დებენ და უერთდებიან პიონერთა რიგებს" - აღნიშნავს რაიონის ხელმძღვანელი ლიანა თედეევი.

 

23 ნოემბერს, ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ,,გამბედაობისა და ერთიანობის" დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული უკავშირდება 1989 წლის 23 ნოემბრის მოვლენებს, როდესაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ცხინვალში მიტინგის ჩატარება გადაწყვიტეს.

 

მას შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები და საგანმანათლებლო დაწესებულების წევრები მემორიალურ დაფებთან იკრიბებიან.

 

წყარო: www.qartli.ge/

 

 

right_banner
არქივი
right_banner