logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლებისთვის რაგბის მატჩის ყურება „დინამო არენაზე“ ბილეთების შეძენითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყო
- +

3 თებერვალი. 2020. 14:45

 

 

ჭიათურასა და ზესტაფონში რაგბის ეროვნული ნაკრების რუმინეთთან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. „ბორჯღალოსნებს“ ორივე რეგიონიდან ადგილობრივი მორაგბეები და მოსახლეობა უჭერდა მხარს.

 

ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის მორაგბეების გუნდმა მოსახლეობას საქომაგო კლუბის ჩამოყალიბების ინიციატივა სპორტის ამ სახეობის ადგილზე პოპულარიზაციისა და მათთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით შესთავაზა.

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურაში ადგილობრივი მორაგბეების იდეის მხარდამჭერია, ორივე რეგიონიდან სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის საქართველო-რუმინეთის მატჩის ხილვა „დინამო არენაზე“ ბილეთების შეძენითა და თბილისში ტრანსპორტირებით უზრუნველყო.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს რაგბის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner