logo_geo
eng_logo
ბაღდათში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან
- +

4 თებერვალი. 2020. 10:52

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.

 

მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია. ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი მალე მოედო.

 

არსებული ინფორმაციით, ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება, რასაც არ ადასტურებენ მერიაში. მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშნული თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხა, ამასთან, ისინი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებდნენ.

 

right_banner
არქივი
right_banner