logo_geo
eng_logo
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში 41 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება
- +

7 მარტი. 2020. 00:34

 

 

კახეთის რეგიონში კორონავირუსის საფრთხის გამო 41 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

 

როგორც Knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პირები მათი ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან, რადგან მათი მაღალი რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა.

 

 

,,ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში კახეთში 41 ადამიანი იმყოფება. საიდანაც ახმეტაში 6, ყვარელში 5,სიღნაღში 4, ლაგოდეხში 5, გურჯაანში 9, თელავში 6 და საგარეჯოში 6 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ ყველა პირთან გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი როგორც პირადად, ასევე ტელეფონით. ხშირად ამ პროცესში სოფლებში მერების წარმომადგენლები ერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში პოლიცია. ჩვენ პოლიციის დახმარება ერთ პირთან ურთიერთობისას დაგვჭირდა. ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის ნაწილი ჩვენ მოვუძიეთ, ნაწილი თბილისიდან მოგვაწოდეს. ასევე თავად მოსახლეობაც გვირეკავს და გვატყობინებს ამბავს. ჩვენ ამ. ინფორმაციას დეტალურად ვამოწმებთ და მერე ვიწყებთ მათთან მუშაობას”- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

 

 

ნელი ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.

 

 

,,ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner