logo_geo
eng_logo
მარტვილში კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

25 მარტი. 2020. 15:35

 

 

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრა  გამართეს.

 

 

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელბული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ოთარ დანელიას კორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში და ადმინისტრაციულ შენობებში შპს ,,ჰიგია“-მ  განახორციელა.

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

 

 

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

 

 

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

 

მარტვილის  მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეების  ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან რისკ ჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

 

 

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე და ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერეთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:

 

 

ცხელი ხაზი: 599070392; 599030663

right_banner
არქივი
right_banner