logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის
- +

25 მარტი. 2020. 18:28

 

 

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

 

„მე ბევრჯერ ველაპარაკე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, კარტოფილი იქნება, ხახვი, მწვანილი არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვეულებრივად მინდვრიდან რომ პროდუქცია მოდის, ისედაც ვამუშავებთ ყველანი, ვრეცხავთ. თუ კი ადამიანს მიწა აქვს მოშორებით და მანქანით გადადგილდება, ორზე მეტი ადამიანი ერთ მანქანაში არ უნდა იყოს. თუ საუბარია იმაზე, რომ ტაქსი გააჩერეს, ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ ორი ადამიანი იყოს და პლუს მძღოლი, მაგრამ ეს ორი ადამიანი უნდა იყოს უკან.

 

 

როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიტვირთება და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს შემსვლელ მანქანაზე“,- გაანცხადა სუბარმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner