logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა
- +

8 მაისი. 2020. 15:15

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც დევნილებს შეხვდნენ.

 

სოფელ მოძვში მათ დარეჯან ნოზაძის 6-სულიანი ოჯახი მოინახულეს. ბენეფიციარი შერჩეულ იქნა როგორც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახი, სოციალურად დაუცველი, 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით. სააგენტოს ხელმძღვანელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. ამასთან, დარეჯან ნოზაძეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს და რითაც დევნილებს ეძლევათ უფლება ისარგებლონ და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. ადგილობრივი ხელისუფლება კი ადგილზე პრობლემების მოგვარებაში გაუწევს დახმარებას.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქალაქ საჩხერეში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი ბამბის სართავი ფაბრიკის შენობაში  კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდნენ. ბესარიონ სიმონიშვილმა მათ ქალაქად მცხოვრები დევნილების პროგრამებით სარგებლობისა და მთავრობის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

დევნილ ოჯახებთან შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner