logo_geo
eng_logo
ჭალასა და ჩიხაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

8 მაისი. 2020. 16:34

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასა და ჩიხაში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ ბაღებს სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება. ამასთანავე, სოფელ ჩიხაში არსებულ საბავშვო ბაღს, ახალი კორპუსი დაემატება, რაც დამატებით ერთი ჯგუფის მიღების საშუალებას იძლევა. საძირკვლის გაჭრისა და დამუშავების სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

ორივე ბაღის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „UROBUILD XXI“ ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 426 995,60 ლარს შეადგენს. დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია. ბაღების რეკონსტრუქცია-მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner