logo_geo
eng_logo
აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს საგარეჯოში გაიმართა
- +

15 მაისი. 2020. 21:00

 

 

აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

 

სისხლის უანგარო დონაცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდა, სადაც, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი უერთდება აქციას და საგარეჯოს რაიონული ორგანიზაცია სრული შემადგენლობით ვმონაწილეობთ სისხლის უანგარო დონაციაში“, – განაცხადა საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას კახეთის რეგიონიდან, საგარეჯოს ჩათვლით, 8 მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

 

შეგახსენებთ, აქციის მიზანია მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner