logo_geo
eng_logo
შალვა კიკნაველიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული
- +

17 მაისი. 2020. 15:06

 

 

უმრავლესობის დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მოქმედი მეურნეობები მოინახულა.

 

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  და  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, ფერმერებს ის დამატებითი შეღავათები გააცნო, რომლებსაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს.

 

„ადგილობრივი წარმოების, ფერმერებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლებისთვის წლებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით უამრავი სახელმწიფო საგრანტო პროექტი განვახორციელეთ. ადგილობრივ ფერმერებს ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენმა ხელისუფლებამ უპრეცენდენტო ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" შეიმუშავა. ჩვენი ფერმერები 1ჰა დარეგისტრირებულ მიწის ფართობზე 850-1700 ლარამდე სარგებელს მიიღებენ. განსხვავებულ ფასად შეიძენენ დიზელს, გაუნულდებათ სამელიორაციო მომსახურების დავალიანება და განთავისუფლდებიან 2020 წლის გადასახადებისგან. ასევე, ავამოქმედეთ საგრანტო პროგრამები, რომლებიც ფერმერებს რამდენიმე მიმართულებით მეურნეობების განვითარების საშუალებას მისცემს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner