logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება
- +

18 მაისი. 2020. 20:16

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ იქნება შემთხვევა როცა კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება:

 

,,ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ყველა კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად, ჯერ-ჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ”- განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული  (ამ დროისთვის) გამოსაკვლევად.  ამ ნიმუშებიდან 8 არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი იქნება დღის ბოლოს. ტრაილერის მძღოლიანად  სულ ამ კლასტერში კოვიდი უდასტურდება 7 პაციენტს.

 

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56  პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას  რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205  პირია თვითიზოლაციაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner