logo_geo
eng_logo
კურზუში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

20 მაისი. 2020. 14:43

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დააკავშირებს.

 

სამშენებლო სამუშაოებს შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION“ ასრულებს და მისი ღირებულება 914 736 ლარს შეადგენს.

 

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner