logo_geo
eng_logo
საჩხერეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
- +

21 მაისი. 2020. 16:27

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში 2 მაისს უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული 13 ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.  მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

 

2 მაისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები, მოხდა მიწის ჩამოშლა, დაზიანდა ხიდები, ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, საავტომობილო და საუბნო გზები.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner