logo_geo
eng_logo
კასპში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

22 მაისი. 2020. 18:06

 

 

სოფელ აღაიანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და ცენტრალური გათბობის   სამუშაოების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა,  მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღაიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქიტესა ხოდელმა ადგილზე მოინახულეს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში  გამარჯვებულმა შპს „მშენკომპლექსმა“ სამუშაოები  შენობის დაზიანებული ადგილების დემონტაჟით დაიწყო. ამჟამად შენობის სახურავის შეცვლა მიმდინარეობს. პროექტით  შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით იქნება აღდგენილი და აღსაზრდელები დღის განმავლობაში კომფორტულ პირობებში  იქნებიან.

 

„სოფელში საბავშვო ბაღი რამდენიმე წელი  არ ფუნქციონირებდა. შენობის ნაწილი  6 წლის წინ შეკეთდა და მხოლოდ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი იქნა აღდგენილი. ბავშვთა კონტინგენტიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მთელი შენობის რეაბილიტაცია, რათა საბავშვო ბაღი  სოფლის ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოკამის საბავშვო ბაღშიც მიმდინარეობს, ხოლო ახალი ბაღები შენდება სადგურ მეტეხსა და სოფელ გრაკალში“, - აღნიშნა თამაზ ტატანაშვილმა.

 

აღაიანის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ღირებულება 278  913 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner