logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს
- +

20 სექტემბერი. 2020. 20:17

 

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელსა და ჯუმში გამართა.

 

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს, თუმცა ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

სოფელ ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ასევე იგეგმება ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციასაც.

 

ჯუმში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით არსებული გეგმა მერმა გააცნო. რეაბილიტირებულია მეზობელ სოფელ ოფაჩხაფუსთან დამაკავშირებელი გზაც.

 

right_banner
არქივი
right_banner