logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმელ ამომრჩევლებს ხვდებიან
- +

24 სექტემბერი. 2020. 11:48

 

 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

 

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მათი ხელისუფლების პირობებში, ამ ქუჩებზე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების ბათუმის სარაგბო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით. აგრეთვე, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა. სპორტული ობიექტი 23 000 კვ მეტრზე მოეწყობა და ის 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობები დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვანი შენაძენი, დამატებით ახალ სიცოცხლესა და დატვირთვას შესძენს სრულიად რეგიონს.

 

„ჩვენი ყოველდღიური ურთიერთკომუნიკაცია მოსახლეობასთან არ წყდება.  ვისმენთ მათ რჩევებს, მოსაზრებებს. თუმცა, მათი მხრიდან, იკვეთება რიგი პრობლემური საკითხები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner