logo_geo
eng_logo
აჭარის განათლების მინისტრი : ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით რეგიონში გარკვეული პრობლემებია, მაგრამ ხარვეზები უახლოეს პერიოდში გამოსწორდება
- +

24 სექტემბერი. 2020. 20:02

 

 

აჭარაში იყო სრული მზაობა, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელებულიყო, მაგრამ შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ონლაინ სწავლების ფორმის გაგრძელება გახდა აუცილებელი, – ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უწყება მობილიზებულია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, რეგიონში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები აღმოფხვრას.

 

„გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არის მიღებული. აბსოლუტურად კარგად გვესმის საზოგადოების მოლოდინის. სრული მზაობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს განახლებულიყო, თუმცა ამ ვითარებაში შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად, აჭარის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში სწავლა გადადებულია. გარკვეული პრობლემები არის ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა როგორც საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ასევე დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. ხარვეზები უახლოეს პერიოდში გამოსწორდება“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner