logo_geo
eng_logo
შალვა კერესელიძე დუშეთის მოსახლეობას შეხვდა
- +

5 ოქტომბერი. 2020. 15:33

 

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ დუშელებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას; მიმდინარეობს დუშეთის ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; შენდება სპორტული კომპლექსი; სრული რეაბილიტაცია უტარდება სამივე საბავშვო ბაღს; წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

„თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა დუშელებთან. მე მათ ჩემი ხედვები გავაცანი, თუ როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებას სამომავლოდ. დაგეგმილი გვაქვს, არაერთი პროექტი. ნაწილი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის, ნაწილიც კი სამომავლოდ განხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დამაფასა და ჩემთან შესახვედრად მოვიდა. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ წარმატებული საქართველოს მშენებლობას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner