logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა
- +

5 ოქტომბერი. 2020. 16:20

 

 

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა. შეხვედრას რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის ახალი წევრი დავით კაჭარავაც დაესწრო. მაჟორიტარობის კანდიდატმა სპორტსმენებთან სპორტის მნიშვნელობასა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, რაგბს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს და ამისთვის საჭიროა მხარდაჭერა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომავალ თაობაში მეტი პოპულარიზაცია.

 

„რაგბი ნამდვილად ჩვენი  თამაშია, დიდი პოტენციალი გვაქვს და მომავალ თაობებს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ“, - აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრაზე.

 

 

აღსანიშნავია, რომ გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და ჯამში, 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 2 500 მაყურებელს, ხოლო ხელოვნურსაფარიანი ტრიბუნა 500 მაყურებელს იტევს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner