logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობას შეხვდა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 16:10

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა.

 

შეხვედრაზე სოციალურ პროგრამებზე, საგადასახადო შეღავათებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

 

„აუცილებლად ვიზრუნებ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით,  გაგრძელდეს სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, შიდა სასოფლო გზებისა და  წყალსადენების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესი“, - აცხადებს ენუქიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner