logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: ვერცერთი პროვოკაციული ძალა მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას
- +

19 ოქტომბერი. 2020. 17:49

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა.

 

მეშველიანის თქმით დღევანდელ შეხვედრას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ვინაიდან, სამიოდე კვირის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ სწორედ ამ სოფელში მოხდა პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ორი მათგანის ფიზიკური დაზიანება.

 

„გვიხარია, რომ ადგილობრივი საზოგადოება ამ პროვოკაციას არ აჰყვა, მათი განწყობები გახლავთ აბსოლუტურად ადეკვატური. მათ კარგად გააცნობიერეს იმ პროვოკაციის შინაარსი, რომელსაც სურდა ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანა. ვერცერთი პროვოკაციული ძალა მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

right_banner
არქივი
right_banner