logo_geo
eng_logo
ჩქვალერში საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 13:43

 

 

ჩქვალერის ადმინისტრაციულ  ერთეულში აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის  სარეაბილიტაციო სამუშაოები   მიმდინარეობს.

 

ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული  შპს „გლობალსერვისი+“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 1 799 500 ლარია.  

 

პროექტი 2021 წელს წელს დასრულდება და  ჩქვალერს   ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.

 

სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია და  სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

 

2020 წელს დასრულდა  საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ეწერში, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები, მოეწყო პანდუსები.

 

ამავდროულად ქალაქ წალენჯიხაში, ნაკიფუ-ლეჟასა და სოფელ კანთში მიმდინარეობს 3 ახალი სკოლის მშენებლობა.

 

 


 


 

 

right_banner
არქივი
right_banner