logo_geo
eng_logo
ხობში 47 წლის მამაკაცი მოკლეს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 19:51

 

 

ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner