logo_geo
eng_logo
„ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.”- გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 22:55

 

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: კლდეისს, ალექსევკას, მენკალისს, ჯვარას, დიდ ირაგას, პატარა ირაგას, ჯიგრაშენს, დაღეთსა და სამშვილდეს ეწვია.

 

სამთავრობო გუნდის კანდიდატმა, მოისმინა ადგილობივების საჭიროებები,  ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

„ბოლო წლების მანძილზე აღნიშნულ დასახლებებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯვარაში სულ მალე დასრულდება საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, ხოლო, სამშვილდეში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. თუმცა, სოფლებში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები, როგორებიც არის სასმელი და სარწყავი წყლის, გაზიფიცირების, მიწების დაკანონებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები.

 

ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას“, განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner