logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 10:15

 

 

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი  საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

„სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების მოტივირება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა გუნდმა, ამ მიმართულებით არაერთი პრიორიტეტული პროექტი განახორციელა და მათი მაქსიმალური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner