logo_geo
eng_logo
თბილისის მერიამ სენაკს 11 ავტობუსი გადასცა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:02

 

 

თბილისის მერიამ სენაკს 11 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

 

„სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა პროექტი მოქალაქეების საჭიროებაზეა გათვლილი და სახელისუფლებო გუნდი მომავალშიც იზრუნებს მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner