logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება
- +

15 მარტი. 2016. 16:51



წელს, სოფელ ძველ აბაშაში, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება -  ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.


მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია. გუბერნატორს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.


გუბერნატორის განცხადებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც.


კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.




 

right_banner
არქივი
right_banner