logo_geo
eng_logo
ოზურგეთში ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა
- +

1 მაისი. 2019. 15:22

 

ოზურგეთში ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა. პარკი ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს.

 

როგორც პარკის გამწვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ჭაობი იყო.

 

„დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი - მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისთვის და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია“, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.

 

პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

 

პარკი ყოველ დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღია იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner