logo_geo
eng_logo
მამკოდაში მდინარე ადიდდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ
- +

4 მაისი. 2019. 21:40

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო, ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ.

 

მამკოდის ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და ადიდებული მდინარის მეორე მხრიდან ადამიანები გამოჰყავთ. ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მათ მდინარის მეორე ნაპირიდან 7 ადამიანი დარჩათ გამოსაყვანი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

 

ადგილზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner