logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: კოკო შანელს არასოდეს უღალატია თავისი მთავარი პრინციპებისთვის
- +

19 აგვისტო. 2019. 19:34

 

მახსოვს, 2016 წელს კოკო შანელის და სალვადორ დალის ერთი ფოტო გამოვაქვეყნე (იხ. N2) და დავწერე, ქართული მედიისთვის უცნობი ფოტოა-მეთქი და... 2017 წელს ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ ჩემგან წაღებული ფოტო მის ექსკლუზივად „გაასაღა“, ამასწინ კი ერთ-ერთ ინტერნეტგაზეთში ვნახე, რომ ერთმა „ავტორმა“ ლამის სიტყვასიტყვით გადაამღერა სლავა რასტრაპოვიჩსა და აიზეკ სტერნზე დაწერილი ჩემი ძველი სტატუსი, თავისი ფოტოთი და თან, ჩემსავით გაგიკვირდებათ და, ზუსტად იმავე გაზეთში, რომელშიც ჩემი სტატუსი დაიბეჭდა.

 

როგორც იტყვიან, მაი აფერი, უარესებიც ხდება...

 

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ კოკო შანელის მეგობრების სიაში უამრავი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის პიკასო, ჟან კოქტო, ოდრი ჰეფბერნი, ლიზ ტეილორი, ქეთრინ ჰეფბერნი, რომელმაც კოკო შანელის როლიც კი ითამაშა ბროდვეის მიუზიკლში „კოკო“ (იხ. ფოტო)...

 

კოკოს მეგობრებში, რასაკვირველია, გამოირჩეოდა ყველასგან განსხვავებული და ეპატაჟური სალვადორ დალი, ამიტომ ბუნებრივიც იქნებოდა, რომ კოკოს სამყაროში შეჭრილიყო რაღაც ავანგარდულ-სიურეალისტური მოტივებიც, მაგრამ... ნურას უკაცრავად... კოკო შანელს არასოდეს უღალატია თავისი მთავარი პრინციპებისთვის, ანუ მის მოდელებში ვერასოდეს იხილავდით პალმადადგმულ, ან სულაც ავტომობილის ფორმის ქუდებს... კოკო ამ „ატრიბუტების“ გარეშეც, ზოგჯერ, „არაფრისგანაც“ კი ქმნიდა „რაღაც" სასწაულს, რაც დღეს შედევრებად ითვლება...

 

„კოკო შანელი ყოველთვის მეუბნებოდა, ადამიანი-ლეგენდა განწირულია, რომ საკუთარი თავი მითში გახნას და ამით კიდევ უფრო გაამყაროს ის მითი. არადა, კოკო თავადაც მასე მოიქცა, თავად შეიქმნა საკუთარი მითიც და საერთოდ ყველაფერი: ოჯახი, ბიოგრაფია, დაბადების თარიღი და სახელიც კი“, - წერდა სალვადორ დალი თავის მეგობარ კოკოზე.

 

ძველ სტატუსში უკვე მოგიყევით, რომ 1939 წელს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში, დაიდგა ვაგნერის ბალეტი „ბაკქანალია“, რომლის ლიბრეტო ეკუთვნოდა სალვადორ დალის, ხოლო კოსტიუმების ავტორები იყვნენ კოკო შანელი და სალვადორ დალი.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284760488948

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner