logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: იაკობს და პეტრეს ებარებოდეთ!..
- +

31 ოქტომბერი. 2019. 15:48

სინოდის სხდომის შემდეგ, ეკლესიას თავშეფარებული ნაგავის - ვითომ ძველი, მოქურდო და უზრდელი ბიჭების დასტის ადრინდელი, დღევანდელი თუ ხვალინდელი ქუჩური ჭორიკნობის შემხედვარე, „დროულია“, მთელმა ქვეყანამ ჯერ იმღეროს -

 

„რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!“...

 

მერე გააგრძელოს დილაადრიან დაწყებული ქეიფი - „...არაფერს არ დავიკლებ, არე-მარეს ავიკლებ!“ და დაასკვნას გულზე ხელის ბრაგუნით შეძახილი - „უფალო ღმერთო, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე!“.

 

აი, ეს არის ერის დიდად თუ საშუალოდ შეძლებული ნაწილის ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელმაც პრაქტიკულად დაასამარა წარსულიც, აწმყოც და მომავალიც...

 

ხმა, კრინტი აღარ ამოიღოს არცერთმა ძალად მორალისტმა, საიდანღაც მოთრეულმა ვითომ ექსპერტმა, აკლებული რომ აქვთ ტელეეკრანი...

 

იაკობს და პეტრეს ებარებოდეთ, თავის ფარცხალაძეებ-ჩხარტიშვილებიანად და კიდევ მათ, ვინც ნავთს ასხამს ისედაც აგიზგიზებულ კოცონს.

 

დასცხე სიმწრის ტაში, კუკური!!!

 

P.S.: ელოდეთ ახლა ზოგიერთ ეპარქიაში გაბრიყვებული მრევლის მღელვარებას. ესეც გათვლილი და მომზადებულია...

 

პლაკატებიც ექნებათ გამზადებული ახლად მოვლენილი „წმინდანების“ მხარდასაჭერად...

 

აგერ მე და აგერ თქვენ! ასე იცის ნახევრად პრინციპულობამ და ენის მოჩლექით საუბრებმა...

 

 

right_banner
არქივი
right_banner