logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: პროფესორ გვენეტაძის ეს მოწოდება ბრიყვებისთვის არ არის განკუთვნილი
- +

16 ნოემბერი. 2019. 13:57

 

 

 

პროფესორ გვენეტაძის ეს მოწოდება ბრიყვებისთვის არ არის განკუთვნილი.

***

 

დიახ, ეს მოწოდებაა გონიერებისკენ(!), რომლის ავტორი გონიერი(!) ადამიანია და გონივრულად(!) მოუწოდებს თანამემამულეებს.

 

სხვაც წერს. ბევრს სტკივა. ფიზიკურადაც, მაგრამ კიდევ უფრო გ ო ნ ე ბ ი თ.

 

ამ გონიერი(!) მოქალაქეების გონივრული(!) მოწოდებების გონებამდე(!) მიტანა და გონივრული(!) გააზრება მხოლოდ გონებით(!) სავსე და გონივრული(!) აზროვნების მქონე ადამიანებს ძალუძთ.

 

გონიერნი(!) სწავლობენ სხვათა გამოცდილებაზე.

 

ბრიყვები - საკუთარზე.

 

გეყურებათ, გონიერებით(!) სავსენო?!

 

ბრიყვებოც!..

 

 

*********

 

ედიშერ გვენეტაძე:

 

„კიდევ ერთი დაპირისპირება და საქართველო არ იქნება. რუსთაველზე ამის ნიშნებია. ასე იწყებოდა 1991-1992 წლების ზამთარი. ისევ ის გადამტრიალებელი სუბიექტები დამატებული მათი შთამომავლობით.

 

ზუსტად მეორდება ერთი-ერთში. ყველა მინუს ერთი - ასე იყო ე.წ. ერთკაცინი და ნახევარკაციანი პარტიები და მათ გარშემო შემოკრებილი დაბოლილ-დანაკოლკებული სუბიექტები.

 

ახალგაზრდებმა ეს არ იციან. ჩვენ გვახსოვს და ვიცით! მისხალ-მისხალ რაც ხდებოდა, ზუსტად იგივე მეორდება.

 

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ თ, რუსი რუსთაველზე შემოვა. ნაბიჯი უკვე შემოდგმული აქვს.

მერე...

 

1992 წლის 7 იანვარს განაცხადა მოსკოვის მერმა პოპოვმა 65 მილიონი დაგვიჯდა საქართველოში გადატრიალებაო. ამის პირდაპირი ნიშნები ახლა იკვეთება.

 

ასე კასრებითა და შეშის ნაჭრებით იყვნენ მომარაგებულნი იმ დროს. მერე შეშა ტყვიამ, ხოლო კასრი ტანკმა შეცვალა

 

ჰაერში საქართველოს სრული დაღუპვის ნიშნები მკაფიოდ იკვეთება. მასიური შეტევა ერთობლივად საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე სახეზეა“.

 

 

right_banner
არქივი
right_banner