logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ღმერთო, გაუღე სასუფევლის კარი, პატარა ბიჭი მოდის, რომელსაც აქ უღირსად ცხოვრებას შენთან ყოფნა ურჩევნია!
- +

18 დეკემბერი. 2019. 12:06

 

 

ყველას!!!

როცა ადამიანებს ამცირებენ, ღირსებას ართმევენ, შეურაცხყოფენ, უსამართლოდ ექცევიან, ჩათვალეთ, რომ თვითმკვლელობისთვის იმეტებთ თითოეულს. თუ ცოცხლები რჩებიან, ეს მათი პირადი გამძლეობის და ღვთის ხათრით ხდება, ასე რომ, მკვლელები ხართ ყველანი, ვინც ადამიანებს არაადამიანურად ექცევით, ფეხებზე იკიდებთ, სასოწარკვეთაში აგდებთ და ნუ გიკვირთ, როცა თქვენს დაგებულ არც გზას ხედავენ, არც დარგულს, არც შემობარულს, არც აშენებულს, არც განათებულს, არც თქვენი ახალი წლების ციმციმა ქალაქი ენთება მათთვის და არც თქვენი სიტყვების და მზრუნველობის სჯერათ, პატივცემულებო!!!

 

ნუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანა საკუთრებაში გადმოგეცათ, დაალაგეთ ურთიერთობები ადამიანებთან, ზიზღს და ბოღმას მოერიეთ საკუთარ თავში, ერთმანეთს მოექეცით ადამიანურად, რა ბევრი კი ჩვენ დავრჩით...

 

ღირსებაწართმეული ადამიანი ადამიანი აღარაა და არც მის საქციელზეა პასუხისმგებელი!!!

 

რამდენჯერ უნდა მოვიკლა თავი?

 

ღმერთო, გაუღე სასუფევლის კარი, პატარა ბიჭი მოდის, რომელსაც აქ უღირსად ცხოვრებას შენთან ყოფნა ურჩევნია!!!

 

 

right_banner
არქივი
right_banner