logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: ძალიან უხერხულია!
- +

20 თებერვალი. 2020. 22:25

 

 

ქიქოძის ქუჩაზე ვანო მერაბიშვილს აქციას უწყობენ და TV პირველის ჟურნალისტი ასე აღწერს იქ არსებულ მდგომარეობას:

 

"აქ არიან შეკრებილი ადამიანები, მათ უჭირავთ ბანერები. ამ ბანერებზე არიან ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ."

 

 გარდაიცვალნენო ხალხნო, გარდაიცვალნენ! კი არ ჩაცხრილეს და უმოწყალედ დახოცეს - გარდაიცვალნენო!!

 

ძალიან უხერხულია, აი, ძალიან ეს ყველაფერი, მინიმუმ იმ შვილმკვდარ დედებთან მიმართებაში მაინც, დანარჩენ საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ.

 

მართალია, მედიასაშუალების ამოსავალი წერტილი მთავრობის ქება-დიდება არ უნდა იყოს, მაგრამ კრიმინალის გმირად ქცევის მცდელობის საქმეში, რატომ უნდა მოგინდეს წვლილის შეტანა?!

 

ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, სხვა, გარკვეული ტელევიზიებიდან რომ ისმოდეს, მაგრამ TV პირველი?! ამხელა ამბიციების მქონე ტელევიზია?!

 

თურმე, გირგვლიანი, რობაქიძე, კრიალაშვილი და ა.შ. უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ და ისე, უბრალოდ გარდაიცვალნენ.

 

ღმერთმა გვიშველოს!

 

 

right_banner
არქივი
right_banner