logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: იმისთანა ხალხი ლაპარაკობს, რა ვჭამოთო, დედიმისისა ათასჯერ რო აქ ნაჭამი
- +

1 აპრილი. 2020. 23:56

 

 

ყველამ გამოვიარეთ დრო უშუქობის, პურის რიგებში დგომის, დაცარიელებული დახლების, შაქრის და ხორცის ტალონების, სადარბაზოებში დანთებულ ცეცხლზე და ნავთქურებზე მომზადებული სადილების, მაგრამ, მომკალით და არ მჯერა, რო ვინმე შიმშილით მოკვდა.

 

 

მახსოვს, იმ დროში ზამთრისთვის ლეჩო გავაკეთე, ქილებში მოვხუფე და გაჭირვება რომ იყო, მაგიტომაც სარდაფამდე ვერ ჩავიტანეთ - ყოველდღე ვხსნიდი, პურებსაც სახლში ვაცხობდი და ეს ყბადაღებული სიგუას ნამცხვრი მეც გამომიცხვია , მაგრამ არ გვშიოდა, არააა - გამოსავალს ყოველთვის ვპოულობდით !!! ხოდა, ახლა იმისთანა ხალხი ლაპარაკობს , რა ვჭამოთო, ოქრო-ვერცხლი რომ არ აკლია და დედიმისისა ათასჯერ რო აქ ნაჭამი. ნუ პანიკობთ, ყველაფრის მიუხედავად აქ, ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე შიმშილით არავინ მოკვდება, მით უფრო, თუ ცოტას გაინძრევა!!! ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ამ მოწყალე ქვეყანას და იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ლუკმა გაუყოს სხვას, ამისი მაგალითები დღესაც ბევრი გვაქვს და ღმერთმა არა ქნას ეს ოდესმე დასრულდეს!!!

 

 

ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ადრინდელივით ცრუსიამოვნებებისთვის შეიძლება აღარ გვეცალოს!!!

 

right_banner
არქივი
right_banner