logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: დიახაც, თუ ღმერთი გწამს, სწორედ პაატა იმნაძეს უნდა დაუჯერო!
- +

16 აპრილი. 2020. 14:41

 

 

„წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვება პანდემიის პირობებში ეკლესიაში დაინფიცირების ფაქტებს? ათასობით დაავადებულზე და სამედიცინო სფეროს ჩამოშლაზე რომ არაფერი ვთქვა, რამხელა კოზირს ვაძლევთ იმავე ჩვენი ეკლესიის ათასი ჯურის მტერს, გიფიქრიათ?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„კავკასიურ ცარცის წრეში“ არის ერთი პერსონაჟი -„რეგვენო“; კი ვიცოდი, რომ რეალურ ცხოვრებაში მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ამდენი? რა მიკლუხო-მაკლაი და კოლუმბი აგიტყდათ ამ უბედურების ჟამს, რას დაბოდიალობთ სოფელ-სოფელ, რა ქეიფის და დროსტარების გაუსაძლისი სურვილი მოგაწვათ, თქვე დალოცვილებო... ერთმა ვაჟკაცმა: - არ ვიცოდი, თუ დაინფიცირებული ვიყავი და ბოდიშიო. კი ბატონო, არ იცოდი, მაგრამ ის ხომ იცოდი, რომ შინ უნდა მჯდარიყავი და არ გებოდიალა. ახლა, აქ, სოცქსელში ამოკითხულმა ერთმა ფრაზამ გამაღიზიანა: პაატა იმნაძეს დავუჯერო თუ ღმერთსო? - წერს ერთი პიროვნება. ჩემო ძვირფასო ბატონო (ქალბატონო), დიახაც, თუ ღმერთი გწამს, სწორედ პაატა იმნაძეს უნდა დაუჯერო. თუ ეკლესიის და სამღვდელოების პატივისცემა გინდა შინ უნდა დარჩე და იქ უნდა ილოცო. პატრიარქი და მღვდელთმთავრები ვერ გეტყვიან ეკლესიაში არ მოხვიდეთო, უფლის სახლის კარს ვერ გამოკეტავენ, ჩვენ უნდა გვეყოს შეგნება, რომ უხერხულ მდგომარეობაში და დიდი დარტყმის ქვეშ არ დავაყენოთ ისინი. წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვება პანდემიის პირობებში ეკლესიაში დაინფიცირების ფაქტებს? ათასობით დაავადებულზე და სამედიცინო სფეროს ჩამოშლაზე რომ არაფერი ვთქვა, რამხელა კოზირს ვაძლევთ იმავე ჩვენი ეკლესიის ათასი ჯურის მტერს, გიფიქრიათ?

 

აი, რომ არ გიფიქრიათ, სწორედ მაგაშია საქმე...“ - წერს თამაზ ჩიქვანაია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner