logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სტაბილური აშშ ნიშნავს სტაბილურ საქართველოს!
- +

2 ივნისი. 2020. 14:55

 

 

 

 

სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპს, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

 

სტაბილური აშშ ნიშნავს სტაბილურ საქართველოს!

 

 

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მსოფლიოში (ჩვენშიც) ბოლოდროინდელი არეულობის ავტორი არ არის აშშ-ის ადმინისტრაცია პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით.

 

ისევე, როგორც ყველა ელჩი, კონგრესმენი, სენატორი, ფორმალურად(!!!) კი წარმოადგენენ აშშ-ის ოფიციალურ  მმართველ ძალას, რეალურად კი მათგან არაერთი  ჩინოსანი არის აშშ-ის კულისებში მოქმედი „ფარული ძალის“ პოლიტიკისა და მორალის გამტარებელი.

 

ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს რეალობისა და  საერთაშორისო ავტორიტეტისთვის,  მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების ერთგული ქვეყნის სახელის განმტკიცებისთვის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის, ჩვენმა ხელისუფლებამ - მთავრობამ, პარლამენტმა, პრეზიდენტმა და, უწინარესად, მმართველმა პარტიამ საჯაროდ უნდა გამოხატოს და განაცხადოს გულწრფელი და პრინციპული მხარდაჭერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.

 

ვიმეორებ: სტაბილური აშშ ნიშნავს სახელმწიფოებრივად და მორალურად სტაბილურ საქართველოს.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner